ქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე "თბილისის ცენტრალური პარკის" გაშენების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ თბილისის მუნიციპალიტეტს წინასაარჩევნოდ "საჩუქრად" გადასცა. კახა კალაძის თქმით, ხარჯებს სრულად დაფარავს ქართუ და ის "ათეული მილიონი" დაჯდება.
დღეს, 6 ოქტომბერს თბილისის მერიამ პროექტის პრეზენტაცია გამართა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა: ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.
გთავაზობთ მათ მიერ გავრცელებულ რენდერებს, თუ როგორ იგეგმება ტერიტორიის მოწყობა: